AGRIS, სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო სისტემა

AGRIS-ი წარმოადგენს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ მონაცემთა ბაზას მსოფლიოში. ვებპორტალის საშუალებით მილიონობით ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი 90 სხვადასხვა ენაზე უფასოდ არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი მომხმარებლისთვის. მონაცემების მიმწოდებელთა საერთაშორისო ქსელს ქმნიან გამომცემლობები, მთავრობები და ორგანიზაციები, რომლებიც ნებაყოფლობით აწვდიან ინფორმაციას (მეტამონაცემებს) სამეცნიერო პუბლიკაციების შესახებ. ეს ჩანაწერები მოცემულია მრავალენოვან ფორმატში და უმრავლეს შემთხვევაში შეიცავს ბმულებს სრულ ტექსტებთან, რომ მომხმარებელი გაეცნოს მსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურას. ბოლო წლების განმავლობაში AGRIS-ი განვითარდა და გახდა საერთაშორისოდ აღიარებული საინფორმაციო რესურსი, ქაღალდის ვერსიიდან ციფრულზე და ცენტრალიზებული მოდელიდან განაწილებულ ქსელზე გადასვლის შედეგად. გზამკვლევი მიზნად ისახავს გაზარდოს AGRIS-ის საზოგადოების ინფორმირებულობა უახლესი ტექნიკური მიღწევების, რეკომენდებული სტანდარტებისა და AGRIS-ში ჩართვის სხვადასხვა მეთოდების შესახებ.

Saved in:
Bibliographic Details
Main Author: FAO
Format: Booklet biblioteca
Language:Georgian
Published: FAO ; 2021
Online Access:https://openknowledge.fao.org/handle/20.500.14283/CB2207KA
http://www.fao.org/3/cb2207ka/cb2207ka.pdf
Tags: Add Tag
No Tags, Be the first to tag this record!